სოფელ კუმურდოში ტაძრის ტერიტორიას კვლავ პოლიცია იცავს

საქართველო, თბილისი - 16:26 | 01.10.2017
ნანახია: 945

ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის ტერიტორიას კვლავ პოლიცია იცავს, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მშვიდ ვითარებაში განახლდა.

მშენებლები, რომლებიც სოფელ კუმურდოს ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებში არიან ჩართული ადასტურებენ, რომ საძირკვლის დასუფთავების დროს სამარხები იპოვეს. დასაქმებული პერსონალი არ გამორიცხავს, რომ ადგილზე უძველესი ნეშტები კიდევ იქნას აღმოჩენილი.

ცნბოისთვის, ახალქალაქის რაიონში სიტუაცია გუშინ დაიძაბა. ადგილობრივების ნაწილი რესტავრაციის პროცესის მიმდინარეობას აპროტესტებს.

გუშინ კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე