ბათუმში მშენებარე კორპუსი ჩაინგრა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 12:49 | 01.10.2017
ნანახია: 1514

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ჩანგრევის შედეგად დაშავებული სამი მუშა კვლავ საავადმყოფოში რჩება, ორი კი დღეს გაწერეს. 

ექიმების განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო, ოპერაცია დღეს ჩაუტარდება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპანია „ალიანს პალასის“ მშენებარე კორპუსში, მესამე სართულის იატაკი ჩაინგრა, შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე