სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება - ჯეჯელავა

საქართველო, თბილისი - 17:33 | 29.09.2017
ნანახია: 1093

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება.

მისივე თქმით, ტენდერი უკვე დასრულებულია. 

შეგახსენებთ, განათლების მინისტრის ინიციატივით, თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ დარიგდება ვაშლები.

ვაშლებს კვირაში ერთხელ მოსწავლეებს პედაგოგები და მანდატურები დაურიგებენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე