დავიცვათ თბილისი - ნატა ფერაძე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 29.09.2017
ნანახია: 2251

თბილისის საკრებულოში, ,,პარტიზანი მებაღეების" წევრები მივიდნენ. ისინი საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის 1 ლარად მიწების გადაცემას ეხება.

„ეს უნდა გავაჩეროთ, მე მოვუხმობ ყველას, ჯერ კიდევ არის დრო, მოვიდნენ და დავიცვათ თბილისი. მერე facebook-ზე წუწუნი, რომ ეს რას გვიშვრება ბიძინა ივანიშვილი, არის გვიანი. სასწრაფოდ ყველა საკრებულოში, ძალიან მძიმე წუთებია,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

თბილისის საკრებულოს სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. სამართალდამცველებს საკრებულოს ორივე შესასვლელი ბლოკირებული აქვთ. 

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ მოხდა.

საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  

პუშკინის სკვერის ქვეშ, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე იქნა მიღებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე