ანაკლიაში პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:56 | 29.09.2017
ნანახია: 1363

30 სექტემბერს, ანაკლიაში პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.

ღონისძიება 19:00 საათზე, სასტუმრო Palm beach-ის ღია ეზოში შედგება.

პიანისტის საღამო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სასტუმრო ,Palm beach-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

„სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია ხელს უწყობს კლასიკური მუსიკის საღამოების დანერგვას და პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონში“, - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე