Social Impact Award-ის დაჯილდოებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:58 | 28.09.2017
ნანახია: 1046

დღეს, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნინოშვილის ქ.#8-ში (ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში), გაიმართება პროგრამა Social Impact Award-ის დაჯილდოების ცერემონია. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ორ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, ხოლო ერთი გუნდი საზოგადოების რჩეული გახდება. Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.

,,საქართველოს ბანკი" სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამარჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ფინალურმა გუნდებმა 2017 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. შვიდივე ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლის მიხედვითაც საზოგადოების რჩეული გუნდი შეირჩევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე