კახეთში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველო, თბილისი - 16:58 | 27.09.2017
ნანახია: 969

კახეთში, სოფელ კონდოლში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი დაჟეჟილობით მოათავსა.

ექიმის თქმით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

არსებული ინფორმაციიით, კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა და ის მემკვიდრეობის განაწილებას უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე