თელავში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:48 | 27.09.2017
ნანახია: 1056

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

მკვლელობა სოფელ კურდღელაურში, სასაფლაოზე გუშინ ღამით მოხდა. ორმოც წლამდე მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე