ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 16:53 | 26.09.2017
ნანახია: 1006

ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე