ესპანეთში ნარკოვაჭრობის ბრალდებით დაკავებულებს შორის ქართველებიც არიან

საქართველო, თბილისი - 11:38 | 26.09.2017
ნანახია: 1031

ესპანეთში დაკავებულ ნარკომოვაჭრეებს შორის ორი ქართველია.

პოლიციამ ბარსელონაში, მადრიდში, კასერესშიდა ლა კორუნიეში ​ჩატარებულისპეცოპერაციების შედეგად დააკავა ექვსი პირი, რომელთაც ინტერნეტით ნარკოტიკებითა და წამლებით უკანონო ვაჭრობაში ედებათ ბრალი.

ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და მედიკამენტები: კოკაინი და ჰეროინი, ერექციისფუნქციის დარღვევის სამკურნალო და გასახდომი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და ა.შ.

დაკავებულების ბინებში აღმოჩენილია სხვადასხვა სახის იარაღი და ყალბი პასპორტები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე