გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:52 | 26.09.2017
ნანახია: 963

გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მოპარული ნივთები საქართველოში იგზავნებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან ქართველების დაჯგუფებამ იტალიის სხვადასხვა რეგიონში 85 სახლი და ოფისი გაქურდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე