სიძემ ცოლის ძმა მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 26.09.2017
ნანახია: 983

უბედური შემთხვევა მოხდა გარდაბანში. ნადირობის დროს  სიძემ სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლის შედეგად ცოლის ძმა მოკლა. შემთხვევა იარაღის წმენდის დროს მოხდა. დაღუპული 32 წლის მამაკაცია. მას ტყვია მუცლის არეში მოხვდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პირი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, დაკავებულია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე