სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 25.09.2017
ნანახია: 940

25 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე, ჰ.ზ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 95.23 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,474.18 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,474.18 ლარის ოდენობით შეეფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე