ქრთამის აღების გამო დაკავებულ გამგებლის წარმომადგენელს ბრალი წარედგინა

საქართველო, თბილისი - 15:38 | 25.09.2017
ნანახია: 1010

სოფელ ქვემო ხოდაშენში, ქრთამის აღების გამო დაკავებულ გამგებლის წარმომადგენელს, ალექსანდრე ესიტაშვილს ბრალი წარედგინა.

პროკურატურა მას ყურძენზე გასაცემი ყალბი ცნობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარის აღების ფაქტს ედავება.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს ნაწილობრივ, მხოლოდ ქრთამის აღების ნაწილში აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე პროკურატურისთვის გირაოს შეთავაზებას აპირებს.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებელი ფინანსურმა პოლიციამ გუშინ დააკავა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალექსანდრე ესიტაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე