საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის შერჩევის საკითხი გადაიდო

საქართველო, თბილისი - 15:15 | 25.09.2017
ნანახია: 959

ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მომავალ კვირას იმსჯელებს.

აღნიშნულის მიზეზად კანდიდატებისთვის დამატებითი დროის მიცემა სახელდება. 

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის საბჭომ, აღნიშნულ თანამდებობაზე ორ კანდიდატს მოუსმინა. გასაუბრება ჩატარდა, ბადრი შონიასთან, რომელიც კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია და თეიმურაზ გოგოხიასთან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვასილ მშვენიერაძემ კანდიდატად დაასახელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე