ქუთაისში 3 სალონი გაძარცვეს - წაღებულია თანხა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 25.09.2017
ნანახია: 1067

ქუთაისში, წუხელ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონი გაძარცვეს.

მომხდარის შესახებ მეპატრონეებმა მაშინ გაიგეს, რაც დილით სამსახურში მივიდნენ.

როგორც kutaisipost-ი სალონში დასაქმებულებზე დაყრდნ​ობით წერს, ერთი სალონიდან 500, მე-2-დან 200 ლარამდე თანხაა წაღებული, მესამე ობიექტიდან კი არაფერი წაუღიათ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე