რა მოხდა და როგორ გადავარდა 206-ე ბაღის მე-2 სართულიდან ბავშვი

საქართველო, თბილისი - 13:25 | 25.09.2017
ნანახია: 2612

თბილისში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადავარდა. შემთხვევა ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ბავშვი სასწრაფი დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარს ადასტურებს ბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორიც. 

ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოხდა.

206-ე ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვი ინკლუზიურ ჯგუფს მიეკუთვნება.  

„ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადახტა. დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, ყველაფერი კარგად არის. იქ ვიყავით ყველა მაგრამ, ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ, მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა, ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა,“- განაცხადა მარინა გოგოლაძემ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე