წაღვერში ცეცხლის ღია კერები აღარ არის

საქართველო, თბილისი - 10:40 | 25.09.2017
ნანახია: 919

წაღვერში ცეცხლის ღია კერები აღარ არის და ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილას მხოლოდ დაკვამლიანებაა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკვე ჩაერთო ავიაციაც, 4 ვერტმფრენი - ერთი, ქართული, ერთი აზერბაიჯანული და 2 თურქული.

ავიაცია ძირითადად ცოცხალი ძალისთვის მიუვალ ადგილებში მუშაობს. მობილიზებულია 500-ზე მეტი მაშველი და მეხანძრე. სამუშაობი ძირითადად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ცეცხლის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული ვერსია არ აქვს, თუმცა განიხილება ბრაკონიერეობა და ხანძართან შესაძლო კავშირი, რადგან ცეცხლის ლოკალიზების დროს ტყეში მოჭრილი ხეები იპოვეს, რის შემდეგაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშობა დაიწყეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე