რუსთაველის გამზირზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 25.09.2017
ნანახია: 1032

გუშინ ღამით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რესტორან ”მარკო პოლოსთან” 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანი დანით ღამით დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხივე პირი რესტორანში ქორწილში იმყოფებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე