თელავის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 24.09.2017
ნანახია: 1284

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი ალექსანდრე ესიტაშვილი სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ესიტაშვილმა კონკრეტული ცნობის გაცემისთვის მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

ალექსანდრე ესიტაშვილი კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე