სტიქია აჭარაში - მეწყერის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 24.09.2017
ნანახია: 2333

აჭარა სტიქიას ებრძვის - მეწყრული კერები ქობულეთის რაიონის რამდენიმე სოფელში განვითარდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ქობულეთსა და ზედა სამებაში იყო. ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზები, ასევე რამდენიმე სოფლიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

გვიან ღამით საკუთარი სახლები სულ ექვსმა ოჯახმა დატოვა, რადგან მეწყერი უკვე სახლებს უახლოვდებოდა.

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1500-მდე აბონენტი. როდის აღუდგება მოსახლეობას დენის მიწოდება ჯერჯერობით უცნობია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე