შსს-მ საბურთალოზე 16 სექტემბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 22.09.2017
ნანახია: 1053

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 16 სექტემბერს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, იარაღის მუქარით 360 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე