დათო ტურაშვილი: უნდა გადავწყვიტოთ სახელმწიფოს შექმნა გვინდა თუ შურისძიება

საქართველო, თბილისი - 14:06 | 23.09.2015
ნანახია: 2062

 ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ სახელმწიფოს შექმნა გვინდა თუ შურისძიება.  თუ სახელმწიფოს შექმნა გვინდა, - ეს განცხადება მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ გააკეთა.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს შექმნა გვინდა, იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ”ჩვენ ან სხვებს ცუდად გვექცეოდნენ, იმათაც უნდა მოვექცეთ მხოლოდ სამართლებრივი გზითა და კანონის ფარგლებში”.

”არ მინდა ვიყო შურისმაძიებელი, თორემ ძალინ კარგად მახსოვს როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, არა მხოლოდ ოპოზიციის, ან პატიმრების, ზოგადად განსხვავებულად მოაზროვნის მიმართ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის  წინააღმდეგ იყენებდნენ მხოლოდ ძალას. მე იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც საშინელებები გამოიარა და ასეთი ბევრია, რადგან ათეული ათასობით უკანონო პატიმარი გვყავდა,  ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აძლევდნენ საშინელ სასჯელებს”, - განაცხადა ტურაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე