ბესო ხარძიანის წამებაში ბრალდებულების პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან

საქართველო, თბილისი - 17:53 | 22.09.2017
ნანახია: 995

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ   ბესო ხარძიანის წამებაში და წამების ორგანიზებაში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძის და გია უდესიანის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან. კერძოდ, უნდა დაიკითხოს ციხის 2 ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი პატიმარი, ვისთან ერთადაც ხარძიანი სასჯელს იხდიდა. 

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, მოწმეები დაადასტურებენ ციხეში ბიზნესმენზე  ზეწოლას და წამებას. მუხაძეს ბრალად წამება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. უდესიანს კი გამოძალვის და წამების ორგანიზება.

ბესო ხარძიანი გათავისუფლების შემდეგ,  თბილისში, 2015 წლის 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.  ბრალდება დაუსწრებლად წარდგენილი აქვთ ოლეგ დოევს და ალექსანდრე გურბანოვს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან.

ხარძიანის ოჯახი მკვლელობაში გია უდესიანს ადანაშაულებს. ბიზნესმენი ,,კუს ტბის“ აქციებს ფლობდა.  ის აცხადებდა, რომ ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთაგან, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ქონების გამოძალვის მიზნით, უსამართლოდ დააკავეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე