,,ფინკა ბანკი საქართველო" ,,თბილისი - 2017"-ში გამარჯვებულებს ფულად ჯილდოს გადასცემს
საქართველო, თბილისი - 17:00 | 15.08.2017 ნანახია: 828ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში "თბილისი" მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება. კონკურსი, რომელიც ერთდროულად ხელოვნებისა და ლიტერატურის რამდენიმე სფეროს მოიცავს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება.
"ფინკა ბანკი საქართველო" კონკურსის დაარსებიდან მისი პარტიორია და წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, გამარჯვებულებს ფულად ჯილდოს გადასცემს.
,,აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის, ასევე წლის საუკეთესო სიმღერისა და ქანდაკების ნომინაციებზე შეეძლებათ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კი წარმოდგენილია ნომინაცია "წლის საუკეთესო ესსე”, რომელშიც თემატიკა ყოველწლიურად განსხვავებულია. წელს ესსეს თემებია: „ილიას საქართველო“, ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება. ამასთან, განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნაწარმოებს ჟიური სპეციალურ პრიზს გადასცემს.
ნამუშევრების მიღება 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება, რომლებსაც კონკურსის სიმბოლო-ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცემათ, "თბილისობის" ღონისძიების ფარგლებში მოხდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ნაწარმოების გამოგზავნა და ელექტრონული სააპლიკაციო საკონკურსო განაცხადის შევსება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზეა განთავსებული”, - აცხადებენ საკრებულოში.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების ოფიციალური სპონსორები არიან სს "ფინკა ბანკი საქართველო" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა