დავით გარეჯის უდაბნოში, სავარაუდოდ, გადამალული განძი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 22.09.2017
ნანახია: 1809

დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მონასტრის საძმოს წევრების მიერ გადამალული განძი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ბახტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

,,ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც ახალი ენერგიით გაგრძელდება... ამასთან, ორიოდე დღის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამავე ჯგუფმა, დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლის და შანდლების კოლექციას მიაკვლია...სავარაუდოდ, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს მე-17 ს-ის დასაწყისში”, - აცხადებს ნოდარ ბახტაძე.

ამ დროისათვის ადგილზე ტერიტორიის კვლევისა და აღმოჩენილი არტეფაქტების კვლევის პროცესი გრძე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე