რა მიზეზით გადაიდო ლელა წურწუმიას კონცერტი მიუნხენში - ,,ბოლო წუთამდე იმედს არ ვკარგავდით''

საქართველო, თბილისი - 17:29 | 21.09.2017
ნანახია: 2261

მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტი, რომელიც მიუნხენში ქართველი ემიგრანტებისთვის უნდა გამართულიყო, გადაიდო, ამის შესახებ ინფორმაციას მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ძვირფასო ემიგრანტებო! განსაკუთრებულად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას მიუნხენში, გულწრფელად
გვინდოდა თქვენთვის საყვარელი და მონატრებული სიმღერების შემოთავაზება, ბოლო წუთამდე არ ვკარგავდით იმედს რომ შეგხვდებოდით, ბოლო წუთამდე ველოდეთ ორგანიზატორის მხრიდან თვითმფრინავის ბილეთებს, და სასტუმროს ჯავშანს, (ჰონორარზე აღარააა საუბარი), წესით 21ში გამთენიისას უნდა გამოვფრენლიყავით, მაგრამ პირობების შესრულება არ მოხდა.... ამიტომ ძალიან გვწყინს რომ ამ ეტაპზე ვეღარ შეგხვდებით გერმანიაში მცხოვრებო ჩემო საყვარელო თანემემამულეებო, კონცერტი რომელიც თქვენთვის მზადდებოდა სამწუხაროდ აღარ შედგება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცადეთ , ჩვენი რესურსებით, სარეკლამო რგოლით, სადაც ლელას მიმართვააა, ჩვენი და ჩვენი მეგობრების გვერდებზე კონცერტის რეკლამის დაშეარებით, დავხმარებოდით კონცერტის ორგანიზატორს, რაც გვთხოვა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენ შეგვეძლო საქართველოდან გაგვეკეთებინა'',- წერს კახა მამულაშვილი (მამულიჩა).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე