57 წლის ტურისტი ბოძზე მიაბეს და გააუპატიურეს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 20.09.2017
ნანახია: 5367

რომის პარკში ადგილობრივმა მცხოვრებმა ბოძზე მიბმული 57 წლის ქალი იპოვა, რომელიც გაუპატიურებული იყო.

ტაქსის მძღოლი შემზარავ სურათს დილით ადრე გადააწყდა. ქალს პირში ქსოვილის ნაჭერი ჰქონდა ჩადებული, რის გამოც დახმარების თხოვნას ვერ ახერხებდა.

გერმანელი ტურისტის თქმით, მას თავს 20-25 წლის მამაკაცი დაესხა, რომელიც სავარაუდოდ უცხოელი იყო. მამაკაცმა ის ბოძზე მიაბა და გააუპატიურა. წასვლის წინ კი ქალს 40 ვერო წაართვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს რომში უცხოელ ტურისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

ბელგიელი ტურისტის გაუპატიურება პირდაპირ კაპიტოლიუმის საფეხურებზე სცადეს, ახლოს მდებარე მეტროსადგურზე კი ფინელ ტურისტს დაესხნენ, რომელმაც გაქცევა მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე