რაჭაში ტრაილერი საცხოვრებელ სახლში შევარდა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 14:16 | 20.09.2017
ნანახია: 2315

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საზოგადაოებრივ მაუწყებელს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა. სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან. 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ტრაილერში მყოფი პირები არიან.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე