უბრალოდ შეცდომაში შეგიყვანეს და ამიტომ მოგიწია შენც სხვების მოტყუება - ჟორჟოლიანი მაყაშვილს განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 14:05 | 20.09.2017
ნანახია: 2779

,,რუსთავი 2''-მა დახურა ყველა მთავარი შოუ, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგა და დახურა იმიტომ, რომ მთავარი და პრიორიტეტული ჩვენთვის პოლიტიკააო!'', - მსახიობ რუსკა მაყაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

,,Ruska Makashvili - იმედი მაქვს უბრალოდ შეცდომაში შეგიყვანეს და ამიტომ მოგიწია შენც სხვების მოტყუება, თითქოს ნიჭიერი დახურეს. ეს ასე არაა:) ნიჭიერი უბრალოდ გადავიდა სხვა არხზე, უკეთესი შეთავაზების გამო. სიმართლე არ შეიძლება იყოს ორი, ან სამი. ის ერთია:) რაც შეეხება პროექტს, მიყვარდა და მიყვარს.ისევე, როგორც შენ. სადაც არ უნდა იყო, ძალიან მაგარი ხარ'', - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე