ჩვენს დაპირებას, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა და აუცილებლად შევასრულებთ - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 13:42 | 20.09.2017
ნანახია: 1063

,,პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული დოკუმენტი პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებისთვის დარჩენილია მესამე მოსმენის რეჟიმი, სადაც მხოლოდ რედაქციული სახის შენიშვნების გამოთქმის საშუალება იქნება.

კონსესუსის შემთხვევაში, საუბარი იყო გარკვეულ დათქმებსა და იურიდიულ მექანიზმებზე. ისიც ვიცით, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში პასუხის გაუცემლობით, რაც ჩვენმა ოპონენტებმა უზრუნველყვეს ისაა, რომ კონსენსუსი არ შემდგარიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენს დაპირებას, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა და ბუნებრივია, დადებითად შეიცვლებოდა, აუცილებლად შევასრულებთ“, - დასძინა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია მმართველ გუნდს შეთანხმებას ხუთ საკითხზე სთავაზობს, მათ შორის საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე