აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:56 | 20.09.2017
ნანახია: 1301

აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის დიდ პატივი და პრივილეგიაა, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„ამ პროცესში ჩვენ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლეთ. ჩვენ გავიზიარეთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენი წარმატების ისტორიებიც განვიხილეთ. აღმაფრთოვანებს ის წარმატება, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ - აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება - არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეების და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე