ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში კახა კალაძე მონაწილეობას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 19.09.2017
ნანახია: 1390

თბილისში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში ,,ქართული ონების" თბილისის მეორბის კანდიდატი და ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე მონაწილეობას მიიღებს. 

ამის შესახებ კალაძემ თავად განაცადა. 

მისივე თქმით, ფეხბურთელებთან დაკავშირება სთხოვეს და რადგან მათთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და მეტიც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ასეც მოიქცა. 

ამავე თემაზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სასტუმრო ,,ბილტმორში'' პრესკონფერენცია გამართა.  

,,მიხარია, რომ ტოტი, რომელმაც თამაში ახლა დაასრულა, კარიერის შემდეგ ახალი სტატუსით პირველად თბილისს ესტუმრება. შესაძლოა, თბილისში მსოფლიოს ფეხბურთის კიდევ რამდენიმე ვარსკვლავიც დაემატოს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჯენარო გატუზოც ჩამოვიდეს. ეს მასაც სურს. უბრალოდ, ის ,,მილან პრიმავერას” მწვრთნელია და გადატვირთული რეჟიმის გამო თავისუფალი დროის გამონახვა და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა უძნელდება. თუმცა, საბოლოოდ, თამაშზე უარი არ უთქვამს", - განაცხადა მუჯირმა. 

შეგახსენებთ, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად - საქართველოში ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, რივალდო, დიდა, ხავიერ ძანეტი, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი და სხვები  ითამაშებენ.  

მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში, საიტზე TKT.GE დღეს, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.

საქველმოქმედო მატჩს - ”მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის”, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ”დინამო არენაზე"   გამართავს. ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და ”მსოფლიოს 11” დაუპირისპირდებიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე