სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველო, თბილისი - 15:31 | 19.09.2017 ნანახია: 1327თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით.
საქართველოს მტავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დ.ფ. ნაცნობებთან ერთად ,,ტოიოტა რავ 4“ მარკის ავტომობილით იმყოფებოდა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასთან ერთად. აღნიშნული ცნობილი გახდა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაიგეგმა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს აღნიშნული ავტომობილის შეჩერება და მასში მსხდომებს წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. დ.ფ.-მ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, მიმალვის და პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ავტომობილიდან გადმოუსვლელად ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით განახორციელა რამდენიმე დამიზნებითი გასროლა, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხევში გადახტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დ.ფ. იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა ამოიღეს. დ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა