როგორი ამინდია საქართველოში მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 13:30 | 19.09.2017
ნანახია: 1684

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერი 33-დან 39 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში 24-დან 37 გრადუსამდე, ხოლო სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37 გრადუს სითბოს მიაღწევს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 29-დან 34 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.
22-23-24 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უახლოესი დღეების განმავლობაში, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე