ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად ჩამოდიან

საქართველო, თბილისი - 13:07 | 19.09.2017
ნანახია: 5005

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად - საქართველოში ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, რივალდო, დიდა, ხავიერ ძანეტი, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი და სხვები  ითამაშებენ.  

მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში, საიტზე TKT.GE დღეს, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.

საქველმოქმედო მატჩს - ”მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის”, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ”დინამო არენაზე"   გამართავს. ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და ”მსოფლიოს 11” დაუპირისპირდებიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე