ახალციხეში 68 ბავშვის მოწამვლის მიზეზი 3 დღეში გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 11:35 | 19.09.2017
ნანახია: 1011

3 დღეში გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ახალციხეში 68 ბავშვის მოწამლვა. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე აღებულია წყლისა და საკვების სინჯები ახალციხის ყველა საბავშვო ბაღიდან.

ამ ეტაპზე სპეციალისტები კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. წინასწარი ვერსიით, ინტოქსიკაცია ენტეროვირუსმა გამოიწვია.

სულ სიმპტომები 68 ბავშვს ჰქონდა, აქედან სამედიცინო დაწესებულებას 35-მა მიმართა. 

სტაციონარულ მკურნალობას 11 ბავშვი აგრძელებს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე