„სიმღერა ხომ ამიკრძალეს?!“ - სოფო ნიჟარაძე განცხადაბას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 11.11.2015
ნანახია: 1861

მომღერალი სოფო ნიჟარაძე განცხადებას ავრცელებს. მომღერალი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ის კვლავ „მოინახულეს“ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა და ჩააბარეს ახალი უწყება.

„დღეს, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო?

სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია! შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!" - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ სოფოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სავარაუდო საუბრის ჩანაწერი მცირე ხნის წინ გავრცელდა, სადაც ოდესის გუბერნატორი მეგობარს საქართველოში სავარაუდო სისხლისღვრის შესახებ აფრთხილებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე