თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი სეზონს პრემიერით ხსნის

საქართველო, თბილისი - 12:41 | 18.09.2017
ნანახია: 1454

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი სეზონს პრემიერით ხსნის. დარიო ფო-ს პიესაზე „თავისუფალი ოჯახი“, რეჟისორი დავით ნიკოლაძე მსახიობებთან-ასლან მამედოვთან, აიდა თაგიევასთან, ანარ გუმბათოვთან, შეილა ჯაფაროვასთან და ლეილა კასუმოვასთან მუშაობს.

სექტემბერის ბოლოს, პრემიერაზე, აზერბაიჯანელი არტისტები თეატრის ერთგულ მაყურებელს ძველ მისამართზე, სახელდახელოდ მოწყობილ დარბაზში უმასპინძლებენ, სადაც არც მეტი არც ნაკლები 50 ადამიანი თავსდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრის შენობა, რომელიც ვ. გორგასალის №-1 ში მდებარეობს, ჟანმთასვლამ ისე მოსპო და გაანადგურა, რომ დასის წევრებსა და ადმინისტრაციას სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ იქ მუშაობა, მაგრამ ამ თეატრის სიყვარული მათ შენობაში შესვლისა და მუშაობის გამბედავობას აძლევს!

აზერბაიჯანული თეატრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონალური ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ფარგლებში, თეატრის ფასადზე, ვახტანგ გორგასლის № 1-ში, ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე შესრულებულდა ისტორიულ - საინფორმაციო შინაარსის მქონე მარმარილოს დაფის მონტაჟი (მონაცემები დაფის შესახებ დანართის სახით თან ერთვის), რაც ემსახურება ეროვნული უმცირესობების მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე