ავარია სოფელ ჩალაუბანთან ​- ნასვამ მძღოლს ავტომობილის მართვის უფლება 3 წლით ჩამოერთვა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 18.09.2017
ნანახია: 1335

ავარია ბაკურციხე-თბილისის საავტომობილო გზაზე - სოფელ ჩალაუბანთან ​საქორწილოკორტეჟში მიმავალი - „მერსედესისა“ და „ნისანის“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. 

თვითმხილველთა განცხადებით, „ნისანის“ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

შსს-ს ცნობით, „ნისანის“ მძღოლს ავტომობილის მართვის უფლება სამი წლით ჩამოერთვა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე