ავარია კახეთში - 48 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 17.09.2017
ნანახია: 2257

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ,,მერსედესისა" და ,,ჟიგულის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

,,ჟიგულის“ მძღოლი, 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე