ის, ვინც ამბობს, რომ არ არის საჭირო პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, ის არის ქვეყნის მოღალატე - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:46 | 17.09.2017
ნანახია: 1898

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი წინასაარჩევნოდ დაგეგმილ აქციებზე საუბრობს. აქციის პარალელურად, აქტივისტები შიმშილობასაც აპირებენ.

„გავდივართ გარეთ იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ხელისუფლებას, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს ის, რაც იყო წინა. მმართველმა გუნდმა მოახდინა საარჩევნო სისტემის უზურპაცია. დღეს, საარჩევნო სისტემა მთლიანად ხელში აქვს აღებული ერთ პარტიას,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილმა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. 

„ის, ვინც ამბობს, რომ არ არის საჭირო პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, პირდაპირი დიალოგი ოსებთან და პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, იმისთვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ზუსტადაც ის არის ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე