დღეიდან N150 მარშრუტზე „MAN”-ის ავტობუსები ივლიან

საქართველო, თბილისი - 12:12 | 15.09.2017
ნანახია: 1052

N150 მარშრუტზე ყვითელ „ბოგდანებს“ ლურჯი, „MAN”-ის მარკის ავტობუსები ჩაანაცვლებენ. N150 მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ახლად რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის, მელიქიშვილისა და  რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. ხოლო უკუ მიმართულებით, 26 მაისის მოედნიდან მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე აგრძელებს და ვაჟა-ფშაველას გამზირს კალანდაძის ქუჩიდან უკავშირდება.

“MAN”-ის ავტობუსები გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე ეტაპობრივად 11 სხვადასხვა მარშრუტზე: N61, 51, 37, 87, 9, 88, 24, 14, 21, 140 და N39-ს ჩანაცვლდა. მერიამ N150 მარშრუტზე ახალი ავტობუსების გაშვება პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე გადაწია. 15 სექტემბერს მარშრუტზე 7 „MAN”-ის ავტობუსი გავა, ხოლო ორშაბათიდან - 18 სექტემბრიდან ეს რიცხვი 11-მდე გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე