2018 წელს, თბილისში, 13 ახალი საჯარო ბაღი გაიხსნება - ნარმანია

საქართველო, თბილისი - 11:24 | 15.09.2017
ნანახია: 1228

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებისთვის, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, ახლადგახსნილ ბაღებში, სადაც 325-მდე ადამიანი დასაქმდა, დამატებით 1500 აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი.

"გარდა ახალი ბაღების გახსნისა, არდადეგების პერიოდში, 84 საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის მასშტაბური თუ მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განხორციელდა.მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დედაქალაქის მასშტაბით​ბაღებში დასაქმებული კადრების აქტიური გადამზადება მიმდინარეობს.

ბაღების მშენებლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უკვე 2018 წელს, თბილისში, ეტაპობრივად კიდევ 13 ახალი საჯარო ბაღი გაიხსნება", -განაცხადა დავით ნარმანიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე