სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო „თელასი“ 5 000 ლარით დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 18:14 | 14.09.2017
ნანახია: 1217

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

დაჯარიმების საფუძველი „თელასის“ მიერ კომერციულ მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებებია, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და სემეკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „თელასს“ დაევალა ორი თვის ვადაში უზრუნველყოს გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე