ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 15:36 | 14.09.2017
ნანახია: 1608

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში თბილი ამინდი 21 სექტემბრამდე შენარჩუნდება. აღნიშნული განპირობებულია ქვეყნის სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებით. 

შავი ზღვის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით შესაძლოა იყოს ცვალებადი მოღრუბლულობა.

დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26–32 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში – 32–37 გრადუსი; მთიან რაიონებში – 28 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 30–35 გრადუსი, სტეფანწმინდასა და გუდაურში – 24 გრადუსამდე; ბაკურიანში, ახალქალაქსა და წალკაში – 26–30 გრადუსამდე; თბილისში – 33–35 გრადუსი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე