პარასპორტის კვირეული დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:15 | 10.11.2015
ნანახია: 1915

თბილისის „პარასპორტის განვითარების ცენტრში“ პარასპორტის კვირეული დაიწყო. დღეს შეჯიბრი პარაფრენბურთის თამაშით გაიხსნა. პარაფრენბურთში მონაწილე ოთხი გუნდიდან სამი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისგან შედგებოდა, ხოლო მეოთხე გუნდი თავდაცვის სამინისტროს ხრიდოლის ინსტრუქტორთა წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. დღევანდელი შეჯიბრება გუნდ „არმიის“ გამარჯვებით დასრულდა. მათ, ისევე როგორც პარაფრენბურთში მონაწილე 24 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური სიგელები გადაეცათ.


პარასპორტის კვირეული თბილისი მერიის ააიპ-ის „პარასპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება და თავდაცვის სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას იღებს. კვირეულის მიზანია საზოგადოებაში პარასპორტული სახეობების პოპულარიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა. 


პარასპორტის კვირეული წელს პირველად ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში პარასპორტსმენები: პარაფრენბურთში, ეტლით ფარიკაობაში, პარამშვილდოსნობაში, პარამაგიდის ტენისში, პარამკლავჭიდში, ამპუტანტთა ფეხბურთში, უსინათლოთა ფეხბურთსა და პარაბოდიბილდინგში მიიღებენ მონაწილეობას. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები კი პარაფრენბურთში, პარამშვილდოსნობაში, ეტლით ფარიკაობასა და პარამკლავჭიდში იასპარეზებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე