წინანდლის მამული მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს მასპინძლობს
საქართველო, თბილისი - 11:00 | 14.09.2017 ნანახია: 1590დღეს, წინანდლის მამული მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს მასპინძლობს. კონცერტი 18.00 საათზე დაიწყება.
130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ლეგენდარული ზუბინ მეტას დირიჟორობით საქართველოს პირველად ეწვია და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, კონცერტს მართავს.
კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ახლადაშენებულ ამფითეატრში გაიმართება, რომელიც 1000 მსმენელზეა გათვლილი.
კონცერტის მხარდამჭერია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, თიბისი სტატუსი.
სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. წინანდლის ფესტივალის დაარსება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაც.
ფესტივალის დამფუძნებლები არიან კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ და „ვერბიეს ფესტივალის“ დამფუძნებლები, მარტინ ენგსტრომი და ავი შოშანი (ისრაელის ფილარმონიის დირექტორი). წინანდლის ფესტივალი სწორედ ვერბიეს ფესტივალის პრინციპით მოეწყობა. მას ქართველი და უცხოელი ხელოვანებით დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური მრჩეველთა საბჭო ეყოლება. ფესტივალის გენერალური დირექტორია რეჟისორი დავით საყვარლიძე.
წინადანდლის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფის“ პატრონაჟის ქვეშ 2007 წლიდან იმყოფება და ამ დროის განმავლობაში ჭავჭავაძეების მამულს არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი სტუმრობდა. მათ შორის: გიდონ კრემერი, ელისო ვირსალაძე, ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ჯოშუა ბელი, კვინტეტი „დიდრო“, ლუკა ლუკინი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რობი ლაკატოში და სხვა.
2019 წლიდან წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა