ბოლო სამ თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს

საქართველო, თბილისი - 11:27 | 13.09.2017
ნანახია: 1074

ბოლო სამ თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მონაცემების თანახმად, საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევით მხოლოდ თბილისში 836 მძღოლი დაჯარიმდა. თბილისის შემდეგ, ლიდერობს აჭარა, სადაც მართვის უფლება შეუჩერდა 503 მძღოლს, ჯარიმის რაოდენობით, გამოირჩევა ქვემო ქართლიც, სადაც მართვის მოწმობა 368 ნასვამ მძღოლს ჩამოართვეს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა მცხეთაში, სადაც ალკოჰოლურ სიმთვრალეზე მართვის მოწმობის ჩამორთმევით 49 მძღოლი დააჯარიმეს.

მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ თბილისში მართვის მოწმობაზე ქულის დაკლების 47 931 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე