საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 13.09.2017
ნანახია: 1065

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურსგამოაცხადებს.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

მონაწილეებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორიჯენერ ედელმანი.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და სპეციალური პრიზებით.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე